პასიური და აქტიური მწეველები

     ბევრი არამწეველი განიცდის თამბაქოს ბოლის ზემოქმედებას, რადგან ისუნთქავს მას სახლში, სამსახურში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ყველგან, სადაც არიან მწეველები. რადგან ეს პროცესი არ არის დამოკიდებული ადამიანის სურვილზე, მას შეიძლება ვუწოდოთ პასიური მოწევა. პასიური მოწევის მავნებლობის ხარისხის დადგენა ძნელია. ბოლი, რომელიც გაივლის თამბაქოში და ხვდება მწეველის ორგანიზმში, არის ძირითადი ნაკადი, ხოლო მბჟუტავი თამბაქოს ბოლი, რომელიც გარემომცველ სივრცეში ხვდება და რომელსაც ისუნთქავს მწეველიც და არამწეველიც, არის ბოლის თანმდევი, მეორადი ნაკადი. ძირითადი და თანმდევი ნაკადების ბოლი შემადგენლობით ერთმანეთისაგან განსხვავებულია; ამავე დროს აქტიური მწეველი განიცდის თამბაქოს ბოლის ძირითადი ნაკადის ზემოქმედებას, ხოლო პასიური მწეველი – ოთახის ჰაერით განზავებული ბოლის თანმდევი ნაკადის ზემოქმედებას. განზავების ხარისხი დამოკიდებულია მწეველსა და არამწეველს შორის მანძილზე და ოთახის ვენტილაციაზე. არამწეველის მიერ შესუნთქული ბოლის სხვადასხვა კომპონენტები ვარიირებს და ძნელად განისაზღვრება. ქალაქში მცხოვრები არამწეველების დაახლოებით ნახევარს სისხლში ესაზღვრება ნიკოტინი.
მოწევის და სიგარეტის ბოლვის შედეგად გამოყოფილი კვამლი 4 ჯერ უფრო მეტ ტოქსიკურ და კარცეროგენულ(კარცეროგენი იწვევს კიბოს) ნივთიერებას შეიცავს ვიდრე მწეველის ფილტვებში მოხვედრილი კვამლი, რომელიც ორგანიზმში მხოლოდ სიგარეტის ფილტრის გავლის შემდეგ ხვდება.
"ნუ მოწევ ამით საკუთარ თავსაც აზიანებ და გარშემო მყოფებსაც"

პასიური მწეველობა

     პასიური მწეველობა (თამბაქოს მეორადი კვამლის  ზემოქმედება), ბავშვებისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს. 3-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების 60 %, თამბაქოს კვამლის მავნე, მეორადი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება. ამ ბავშვებში საკმაოდ მაღალია  ისეთი დაავადებების  განვითარების  რისკი, როგორიც არის ასთმა, რესპირატორული  (სასუნთქი სისტემის) ინფექციები, ფიზიკური განვითარების შეფერხება; ამასთან, თამბაქოს მეორადი კვამლი ბავშვებში, უეცარი სიკვდილის სინდრომს  იწვევს.
 სახლში მშობლების მწეველობა, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის თამბაქოს მავნე ზემოქმედების ძირითად წყაროს წარმოადგენს. ეს ზემოქმედება განსაკუთრებულ საფრთხეს  ჩვილ ბავშვებს უქმნის, რადგან ისინი მშობლებთან დიდ დროს ატარებენ. მწეველ ოჯახებში (სადაც თუნდაც ერთ მშობელი ეწევა) გაზრდილი ბავშვები მწეველად ჩამოყალიბების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.  გარდა ამისა, მწეველთა გარემო (და შესაბამისად, მეორადი კვამლი) ხელს უწყობს ბავშვებში ონკოლოგიური დაავადებების, ლეიკემიის, ლიმფომის და თავის ტვინის სიმსივნის განვითარებას.
 თამბაქოს აქტიური მოხმარება ბავშვებსა და ახალგაზდებში იწვევს ხშირ ხველას, სასუნქი სისტემის არასრულყოფილ განვითარებას, ფილტვების ფუნქციის და ნივთიერებათა ცვლის დარღვევას, ბრონქიტის,  ფილტვის ემფიზემის განვითარებას, კბილებისა და ღრძილების სხვადასხვა დაავადებებს.
 მოზრდილ ასაკში გულ-სისხლძარღთა დაავადებების ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოხმარება და პასიური მწეველობაა. თამბაქოს მოხმარებით გამოწვეული სიკვდილიანობის ხვედრითი წილი გულ-სისხლძრღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილობის 10%-ია, ანუ ყოველი 10 დაავადებულიდან 1 თამბაქოს მოხმარების შედეგად იღუპება.



აქტიური მწეველები

მწეველები რომლებიც თვითონ ეწევიან თამბაქოს აქტიური მწეველები არიან.



გადაჭრის გზები:
   უნდა აიკრძალოს მოწევა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში.
მშობლებმა უდა გააცნობიერონ თუ რა ზიანს აყენებენ საკუთარ შვილებს ამ მავნეჩვევით.
  უნდა გვახსოვდეს რომ მათთვის მისაბაძი მაგალითი ხომ მშობლებია.

No comments:

Post a Comment