სიგარეტის ნეგატიური შედეგები

როგორ ზემოქმედებს სიგარეტი ორგანიზმზე?
სიგარეტი ხელს უწყობს სიმსივნის, ფილტვებისა და გულის სხვადასხვა დაავადებების განვითარებას. გარდა ამისა, სიგარეტის მოწევის დროს ორგანიზმის მიერ ათვისებული კარბონის მონოქსიდი (CO) 6 საათის განმავლობაში რჩება სისხლში. ეს ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში გულმა ზედმეტი დატვირთვით უნდა იმუშავოს, რათა შეძლოს ორგანიზმისათვის საჭირო ჟანგბადითს მიწოდება.

რატომ იწყებენ სიგარეტის (თამბაქოს) მოწევას?
სიგარეტის მოწევა ზოგიერთ ადამიანში იწვევს რელაქსაციისა და სიამოვნების განცდას. ეს ხდის მას მიმზიდველს დამწყები მწეველებისთვის. მოწევა აგრეთვე იწვევს გულის ცემის აჩქარებასა და წნევის მატებას, ხველებას და თავბრუსხვევას.
რატომ არის რთული თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება?
თამბაქოს შემადგენელი ერთ-ერთი ელემენტია ნიკოტინი, რომელიც წარმოადგენს ნარკოტიკს. ნიკოტინი მიეკუთვნება ისეთ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარების შემთხვევაში ვითარდება ძლიერი დამოკიდებულება. სწორედ ნიკოტინის გამო, ძალზედ რთულია თამბაქოს მოხმარებისთვის თავის დანებება. დანებებასთან დაკავშირებული ტიპიური პრობლემები მოიცავს: მომატებულია მადის გრძნობა, უძილობა, გაფანტული ყურადღება.

რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა ორსულობაზე?
ახალშობილებს, რომელთა დედაც ეწეოდა ორსულობის დროს, დაბადებისას ახასიათებთ შედარებით მცირე წონა, ნაკლები სიმაღლე და თავის მცირე გარშემოწერილობა. არსებობს კვლევები, რომლებიც ორსულობის დროს სიგარეტის მოწევას აკავშირებენ ნაყოფის დაკარგვასთან, ან მკვდრადშობადობასთან. აგრეთვე არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ, რომ ორსულობის დროს სიგარეტის მოწევამ შესაძლოა მომავალში უარყოფითად იმოქმედოს ბავშვის სწავლაზე უნარებსა და ქცევაზე
რა გავლენას ახდენს სიგარეტის მოწევა არამწეველებზე?
ალბათ გსმენიათ პასიურ მოწევაზე, როდესაც ერთი ადამიანი ჩაისუნთქავს მეორე ადამიანის მიერ მოწეული სიგარეტის კვამლს. პასიური მოწევა აგრეთვე ხელს უწყობს სიმსივნის, ფილტვებისა და გულის დაავადებების განვითარებას.
რა პოზიტიური შედეგები მოჰყვება სიგარეტისთვის თავის დანებებას?
გულისცემა და წნევა დაუბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას,
რამდენიმე საათში სისხლში დაიკლებს კარბონის მონოქსიდის (CO) დონე (კარბონის მონოქსიდი ხელს უშლის სისხლს აითვისოს ჟანგბადი ფილტვებიდან),
რამდენიმე კვირაში გაუმჯობესდება სისხლის მიმოქცევა და შეწყდება ხველება და ნახველი,
რამდენიმე თვეში გაუმჯობესდება ფილტვების მუშაობა
გაუმჯობესდება ყნოსვა და საკვები ბევრად უფრო გემრიელი გახდება.ი მოჰყვება სიგარეტისთვის თავის დანებებას?
ნახეთ ვიდეო და მერწმუნეთსიგარეტის მოწევის სურვილი აგარ გაგიჩნდებათ.


                                                                                                                                     წყარო:  google.ge
www.youtube.com

No comments:

Post a Comment